ავტორიზაცია

ლივერპულის წამყვანი ნახევარმცველი ტრავმის გამო 6 კვირას გამოტოვებს

ლივერპულის წამყვანი ნახევარმცველი ტრავმის გამო 6 კვირას გამოტოვებს
თარიღი 09 აგვ 2022, 10:25

„ლივერპულის“ ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, პრემიერ ლიგის 1 ტურში „ფულემთან“ მიღებული ტრავმის გამო, დაახლოებით ექვს კვირას გამოტოვებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ალკანტარამ მუხლქვედა მყესის დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანზე გასვლას თვენახევრის მანძილზე ვერ მოახერხებს და შედეგად, პრემიერ ლიგის ექვს თამაშს გამოტოვებს.

2021/22-სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა „ლივერპულის“ მაისურით 39 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფეხბურთელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან იძახებენ.

პრემიერ ლიგის პირველ ტურში „ლივერპული“ „ფულემს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში დუბლით მიტროვიჩი გამოირჩა, მერსისაიდელებიდან კი გოლები მო სალაჰმა და დარვინ ნუნიესმა გაიტანეს.