ავტორიზაცია

შახტართან ამხანაგური მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ უკრაინელ ხალხს მიმართა

შახტართან ამხანაგური მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ უკრაინელ ხალხს მიმართა
თარიღი 09 აგვ 2022, 10:36

დონეცკის „შახტართან“ 5:0 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უკრაინელ ხალხს მიმართა.

„რა თქმა უნდა, სტადიონზე მყოფი ყველა ადამიანი ღრმად წუხს უკრაინელი ხალხის გამო. რის თქმას ვისურვებდი უკრაინელებისთვის? არც კი ვიცი, რა ვთქვა... ვთვლი, რომ ისინი აჩვენებენ, რამდენად შეკრულები, მეგობრულები და ერთიანები არიან. აქ დასამატებელიც კი არაფერია.

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რაც გვინდა და ჩვენ ნამდვილად გვსურს იგივე, რაც ყველას - ბედნიერება და სიმშვიდე.

ბევრი უკრაინელი ბავშვი ვნახე, მათი ლამაზი სახეები და ღიმილი. ისინი ღიმილს აგრძელებენ. იმედია, მათ სახეზე ღიმილი უფრო ხშირად გამოჩნდება.“, - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს „შახტარის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

უკრაინის ტერიტორიაზე აგრესორი რუსეთი ამა წლის 24 თებერვალს ოფიციალურად შეიჭრა და მას შემდეგ, ქვეყანაში საომარი ქმედებები დღემდე გრძელდება, რამაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.