ავტორიზაცია

"არცერთი ფაქტორი არ გაითვალისწინეს", - ფილიპ ლამი 2022 წლის მუნდიალს პროტესტს შეგნებულად უცხადებს

"არცერთი ფაქტორი არ გაითვალისწინეს", - ფილიპ ლამი 2022 წლის მუნდიალს პროტესტს შეგნებულად უცხადებს
თარიღი 09 აგვ 2022, 11:21

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა დასძინა, რომ 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს შეგნებულად არ დაესწრება.

„გერმანულ დელეგაციაში მე ვერ მიხილავთ და ამ ტურნირზე დასწრებას არც გულშემატკივრის სტატუსით არ ვაპირებ.

მირჩევნია, თამაშებს სახლიდან ვუყურო. ტურნირის ჩატარების ადგილის შერჩევისას, ადამიანთა უფლებები პირველ ადგილზე უნდა იდგეს. თუ ქვეყანა, რომელშიც ამ საკითხს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა, ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარების უფლებას იღებს, ავტომატურად გეფიქრება იმ კრიტერიუმზე, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებაზე იქონიეს გავლენა.

დაუშვებელია, რომ მსგავსი რამ მომავალშიც მოხდეს. ადამიანთა უფლებები, გარემო, ქვეყნის სიდიდე - არჩევის დროს არცერთი ეს ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული. ფეხბურთელები ამაზე საუბარს თავს ფიზიკურად ვერ აარიდებენ.“ - აღნიშნა ლამმა Kicker-თან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომლებსაც მუშაობა დაუშვებელ და არაადამიანურ პირობებში უწევდათ.