კარლო ანჩელოტიმ სუპერთასისთვის განაცხადი დაასახელა - აინტრახტს ლიდერი დააკლდება
მადრიდის „რეალი" „აინტრახტის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ჰელსინკიში გაემგზავრა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ამ მატჩზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის - ახალწვეულები ორელიან ჩუამენი და ანტონიო რუდიგერიც.
მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ლუის ლოპესი
მცველები: კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ვალიეხო, ნაჩო, ოდრიოსოლა, მენდი, რუდიგერი
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ლუკასი, ჩუამენი, სებალიოსი, კამავინგა
თავდამსხმელები: აზარი, ბენზემა, ასენსიო, ვინისიუსი, როდრიგო, მარიანო.
„აინტრახტის" რიგებში მატჩს გუნდის ლიდერი ფილიპ კოსტიჩი გამოტოვებს, რომელიც „იუვენტუსში" გადასვლასთან არის ახლოს.
„რეალი" - „აინტრახტის" სუპერთასი ხვალ, 10 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.