ავტორიზაცია

ოფიციალურად: ალექსის სანჩესმა ინტერი დატოვა

ოფიციალურად: ალექსის სანჩესმა ინტერი დატოვა
თარიღი 09 აგვ 2022, 14:53

ალექსის სანჩესმა „ინტერი" დატოვა.

მილანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 33 წლის ჩილელმა ფორვარდმა გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

სანჩესი „ინტერში" 2019 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად იტალიის თასი, სუპერთასი და ჩემპიონატი მოიგო.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსისი კარიერას ფრანგულ ლიგა 1-ში, კერძოდ კი „მარსელში" გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

„ინტერამდე" ჩილელის კარიერაში იყო „ბარსელონა", „არსენალი" და „მანჩესტერ იუნაიტედი", ყველაზე დიდ წარმატებას მან „მეტოქეებში" მიაღწია.