მანჩესტერ იუნაიტედს 33 წლის თავდამსხმელის ტრანსფერიც ჩაეშალა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბოლონიას" თავდამსხმელს, მარკო არნაუტოვიჩს არ შეიძენს.
როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, იტალიურმა კლუბმა ავსტრიელი ფეხბურთელის 9 მილიონ ევროდ გაშვებაზე უარი თქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ყურადღების სხვა სამიზნეებზე გადატანა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 33 წლის არნაუტოვიჩს პრემიერ ლიგაში უკვე უასპარეზია, სადაც "სტოკ სიტისა" და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.
იტალიის სერია ა-ში გამოცდილმა თავდამსხმელმა 33 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ი მას 6 მილიონად აფასებს.
როგორც აქამდე დაიწერა, არნაუტოვიჩის გადაბირება პირადად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს უნდოდა.