ავტორიზაცია

ინტერი მზადაა ბროზოვიჩი ლივერპულში გაუშვას, მაგრამ ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს

ინტერი მზადაა ბროზოვიჩი ლივერპულში გაუშვას, მაგრამ ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს
თარიღი 09 აგვ 2022, 17:30

"ინტერის" ნახევარმცველი, მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდეს, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercatoweb-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური გრანდი მზადაა ხორვატს შეელიოს, თუ მერსისაიდელები ტრანსფერში თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს ან ნახევარმცველ ნაბი კეიტას ჩართავენ.

29 წლის ბროზოვიჩი "ნერაძურიში" 2015 წლის მარტიდან ირიცხება. 2022 წლის მარტში მან გუნდთან კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა. მილანური გრანდის რიგებში მარსელომ იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

30 წლის ფირმინო "ლივერპულს" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა ბრაზილიელს ამ სეზონის ბოლოს ეწურება. ინგლისში რობერტო 7 ტიტულის მფლობელი გახდა.

27 წლის კეიტა ინგლისურ გუნდში 2018 წელს გადავიდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი, "ლივერპულთან" ერთად ისიც 7 ტიტულს დაეუფლა.