ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონას ნახევარმცველი მამარდაშვილის ვალენსიაში გადადის

შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონას ნახევარმცველი მამარდაშვილის ვალენსიაში გადადის
თარიღი 09 აგვ 2022, 18:21

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ნიკო გონსალესი იჯარის წესით "ვალენსიაში" გადავა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი "ღამურებს", სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ირცხება, ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომი გამოსყიდვის უფლების გარეშე. მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

გასულ სეზონში ნიკომ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგაზრდა ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ნიკოს სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.