ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტიმო ვერნერმა ჩელსი დატოვა და ყოფილ გუნდში დაბრუნდა

ოფიციალურად: ტიმო ვერნერმა ჩელსი დატოვა და ყოფილ გუნდში დაბრუნდა
თარიღი 09 აგვ 2022, 21:36

ტიმო ვერნერი „ჩელსიდან“ კარიერას „ლაიპციგში“ გააგრძელებს.

გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტის 2026 წლამდე გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისური გუნდი 26 წლის ბუნდესნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 10 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ტიმოს „ლაიპციგში“ უკვე ნათამაშები აქვს - 2016-2020 წლებში, საიდანაც „ჩელსიმ“ ის 53 მილიონ ევროდ შეიძინა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვერნერს „ლაიპციგის“ მაისურით 156 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 90 გოლსა და 40 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

„ჩელსისთან“ ერთად გერმანელმა ფეხბურთელმა 2020/21-წლების ჩემპიონთა ლიგა მოიგო.