ავტორიზაცია

უკვე გუნდის ლიდერია - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა პირველ 5 მატჩში?

უკვე გუნდის ლიდერია - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა პირველ 5 მატჩში?
თარიღი 09 აგვ 2022, 23:12

მოსამზადებელ ეტაპზე "ნაპოლიმ" 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და სეზონის დასაწყებად სრულად მზადაა.

ყველა მატჩში მოედანზე გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც უკვე გუნდის ლიდერად იქცა.

"ნაპოლიმ" ამ 5 ამხანაგური მატჩიდან 3 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა.

კვარაცხელია ძირითადად ერთ ტაიმს თამაშობდა ხოლმე, თუმცა ყველაფერს ასწრებდა. მისი მონაგარი 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და ერთი მოპოვებული პენალტია, რომელიც თავად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში "ვერონას" დაუპირისპირდება.