ავტორიზაცია

ლუკაკუ: "ხალხს ერთ წელიწადში დაავიწყდა, რისი გაკეთება შემიძლია მოედანზე"

ლუკაკუ: "ხალხს ერთ წელიწადში დაავიწყდა, რისი გაკეთება შემიძლია მოედანზე"
თარიღი 10 აგვ 2022, 16:32

რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ ჩატარებული წარუმატებელი სეზონი მოტივაციას აძლევს.

ამ ზაფხულს ბელგიელი ფორვარდი „ინტერში“ იჯარით დაბრუნდა.

„ჩელსიში გატარებული სეზონი დამატებით მოტივაციას მაძლევს, რათა უფრო კარგად ვითამაშო, ვიდრე ადრე. ვფიქრობ, ხალხს ერთ წელიწადში დაავიწყდა, რის გაკეთება შემიძლია მოედანზე. ამის გამო, სიბრაზეს ვგრძნობ.

როცა „ინტერიდან“ მივდიოდი, „ჩელსიში“ კიდევ ერთხელ მინდოდა მომესინჯა. ამ გუნდში ვარსკვლავის სტატუსით დაბრუნება მსურდა. ბოლო მატჩის შემდეგ კი დავიწყე ფიქრი, რა იქნება ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი.

„ჩელსიში“ სეზონი რთული გამოვიდა. ვფიქრობ, მომავალშიც არაფერი შეიცვლებოდა, ამიტომ წასვლა გადავწყვიტე.“ - აღნიშნა ფორვარდმა DAZN Italia-სთან საუბარში.

გასულ სეზონში ბელგიელმა 43 მატჩში 15 გოლი გაიტანა და „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით დაბრუნება გადაწყვიტა.