ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი 15-მილიონიანი ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა - ფაბრიციო რომანო

მანჩესტერ სიტი 15-მილიონიანი ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა - ფაბრიციო რომანო
თარიღი 10 აგვ 2022, 16:56

„მანჩესტერ სიტი“ „ანდერლეხტის“ მარცხენა მცველის, სერხიო გომესის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

თავდაპირველად „მან სიტი“ ფეხბურთელის იჯარით „ჟირონაში“ გაშვებას აპირებდა, თუმცა ახლა გადაწყვეტილება შეცვალა და შესაძლოა გომესი პირველ გუნდში დატოვოს. ამ კვირაში გომესი გადაწყვეტს, აქვს თუ არა „სიტის“ ძირითადში მოხვედრის რაიმე შანსი და აქვს თუ არა აზრი გუნდში დარჩენას.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებას კვლავაც აპირებენ გომესის შესაძლო მოსვლის მიუხედავად. აქამდე, გუნდის მთავარი სამიზნე მარკ კუკურელია იყო, რომელიც საბოლოოდ „ჩელსიში“ გადავიდა, რადგან „სიტიმ“ „ბრაიტონს“ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარი უთხრა.