ავტორიზაცია

სკუდეტოს მოგება თუ საუკეთესო ბომბარდირობა? — რომელუ ლუკაკუმ არჩევანი გააკეთა

სკუდეტოს მოგება თუ საუკეთესო ბომბარდირობა? — რომელუ ლუკაკუმ არჩევანი გააკეთა
თარიღი 10 აგვ 2022, 19:55

"ინტერის" თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს საუკეთესო ბომბარდირის წოდებას სერია ა-ს ტიტულის მოგება ურჩევნია.

"სერია ა-ში ყველა თავდამსხმელი ძლიერია, მაგრამ მიმიფურთხებია საუკეთესო ბომბარდირობისთვის, გულწრფელად გეტყვით".

"მხოლოდ სკუდეტოს მოგებაზე ვფიქრობ, ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ გოლებს გავიტან, მაგრამ "ინტერი" ტიტულებისთვის თამაშობს და არა პირადი გოლებისთვის", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

მოგეხსენებათ, 29 წლის ფორვარდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ინტერს" "ჩელსიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

ლუკაკუ "ნერაძურის" ღირსებას 2019 წლიდან 2021 წლამდეც იცავდა, გასულ ზაფხულს კი "არისტოკრატებმა" იგი 113 მილიონ ევროდ შეიძინეს.