წინ მხოლოდ რონალდუა — ბენზემა რეალის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე აღზევდა

"რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა მადრიდული გრანდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე აღზევდა.
უეფას სუპერთასის ეგიდით, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართულ მატჩში გატანილი გოლი ფრანგისთვის მადრიდული კლუბის მაისურით რიგით 324-ე აღმოჩნდა.
ასე და ამგვარად, ბენზემამ ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო, რომელსაც "ბლანკოსის" მაისურით მეტოქეთა კარი 323-ჯერ აქვს აღებული.
მოგეხსენებათ, "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუა - 450 გოლით.
ცნობისთვის, მადრიდულმა გრანდმა "აინტრახტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და უეფას სუპერთასის ტიტულს ისტორიაში მე-5-ედ დაეუფლა.