ავტორიზაცია

ბაიერნის პრეზიდენტმა გაამხილა, განიხილავდა თუ არა მიუნხენური გრანდი კეინის შესაძლო ტრანსფერს

ბაიერნის პრეზიდენტმა გაამხილა, განიხილავდა თუ არა მიუნხენური გრანდი კეინის შესაძლო ტრანსფერს
თარიღი 11 აგვ 2022, 12:02

"ბაიერნის" პრეზიდენტმა, გერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ მიუნხენური გრანდი "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერს არც კი განიხილავდა.

– კეინი თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად მომდევნო სამიზნეა?

"ამჟამად მიმდინარე ზაფხულის ტრანსფერებზე ვართ კონცენტრირებულები. ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკიც 25-26 წელია. ბევრ ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ყველა ადგილზეა - შეგვიძლია მშვიდად დავგეგმოთ მომდევნო ნაბიჯები".

– ანუ კონკრეტულად კეინის გვარი არ განხილულა?.

"არა. მაგრამ ბაზარზე დაკვირვებას გავაგრძელებთ - ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ჩვენი შეტევა უმაღლესი დონისაა", - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს Bayern & Germany.