ავტორიზაცია

"წასვლა ლოგიკური იყო", - ვერნერმა ჩელსის დატოვების მიზეზები ახსნა

"წასვლა ლოგიკური იყო", - ვერნერმა ჩელსის დატოვების მიზეზები ახსნა
თარიღი 11 აგვ 2022, 12:29

"ჩელსის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ლონდონური კლუბის რიგებში ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 26 წლის გერმანელმა ფორვარდმა "არისტოკრატთა" რიგები დატოვა და "ლაიფციგს" შეუერთდა.

"ჩელსიში" ჩემი ასპარეზობა იმაზე სუსტადაა წარმოჩენილი, ვიდრე სინამდვილეში იყო. პირველ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ამაზე მეტი შეუძლებელი იყო".

"სამწუხაროდ, მეორე სეზონი ცოტა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმ გატანილი გოლების რაოდენობით, რომლებიც VAR-მა გააუქმა, რეკორდი დავამყარე. ამის შემდეგ კორონავირუსთან და ტრავმებთან გამკლავება მომიწია, რასაც გუნდში ჩემი მდგომარეობა ნამდვილად არ გაუუმჯობესებია".

"სამწუხაროდ, ამის შედეგად ძალები ვერ აღვიდგინე. ამიტომაც, მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით, წასვლა ლოგიკური იყო", - ციტირებს ვერნერის სიტყვებს "ლაიფციგის" ოფიციალური საიტი.