"ნებისმიერი კლუბი ისურვებდა ასეთ ფეხბურთელს", - ლიტმანენი ლევანდოვსკის ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, იარი ლიტმანენმა კატალონიურ გრანდში რობერტ ლევანდოვსკის გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნიდან" დაიმატეს.
"შესანიშნავი შემადგენლობა შეიკრა და ამ სეზონში საოცარ "ბარსას" ველოდებით", - ციტირებს ვეტერანი ფინელის სიტყვებს Radio Marca.
"კლუბს ეკონომიკური სირთულეები აქვს, მაგრამ მიხარია, რომ ფული აქვს ისეთი ტრანსფერებისთვის, როგორიც ლევანდოვსკის შეძენაა. ნებისმიერი კლუბი ისურვებდა ასეთ ფეხბურთელს", - დასძინა ლიტმანენმა.
ცნობისთვის, "ბარსელონას" ლევანდოვსკის ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდა, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.