ავტორიზაცია

დიეგო კოშტა ლა ლიგაში ბრუნდება და კვლავ ფალკაოს თანაგუნდელი იქნება

დიეგო კოშტა ლა ლიგაში ბრუნდება და კვლავ ფალკაოს თანაგუნდელი იქნება
თარიღი 11 აგვ 2022, 20:47

თავდამსხმელი დიეგო კოშტა ესპანეთის ჩემპიონატში ბრუნდება.

33 წლის ფორვარდი „რაიო ვალეკანოში“ ითამაშებს, რომლის ღირსებასაც 2011/12-სეზონში უკვე იცავდა.

მხარეებს შორის 1+1 სქემით გაფორმდება კონტრაქტი, ხელფასის სახით კი კოშტა წლიურად 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელის უკანასკნელი გუნდი „ატლეტიკო მინეირო“ იყო, რომელიც მან წლის დასაწყისში დაბრუნდა. კოშტა მოედანზე უკანასკნელად დეკემბერში გავიდა.

„რაიოში“ დიეგო თავის ყოფილ თანაგუნდელთან, რადამელ ფალკაოსთან ერთად ითამაშებს, მათ ერთად ჯერ „ატლეტიკოში“ აქვთ ნათამაშები, შემდეგ კი „ჩელსიშიც“.