ავტორიზაცია

"ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად", - ბრაზილიას არგენტინასთან ჩაშლილი მატჩის ჩატარება აღარ სურს

"ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად", - ბრაზილიას არგენტინასთან ჩაშლილი მატჩის ჩატარება აღარ სურს
თარიღი 11 აგვ 2022, 23:09

ბარზილიის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინასთან ჩაშლილი მატჩის გადათამაშება არ სურს.

ბარზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მეთაურის თქმით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე და მისი შტაბი თამაშის ახლიდან ჩატარების წინააღმდეგნი არიან, რადგან არსებობს ტრავმების და არგენტინელების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადების რისკი.

„ფიფას მივმართავთ, რომ ეს მატჩი აღარ ჩატარდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა სამწვრთნელო შტაბის თხოვნა შევასრულო.

ჩვენი პრიორიტეტი - ყატარის მუნდიალზე გამარჯვებაა. თუ სამწვრთნელო შტაბი გვირჩევს ეს მატჩი არ ჩავატაროთ, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ასეც მოხდეს.“ - აღნიშნა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 სექტემბერს მატჩი ბრაზილია - არგენტინა მე-4 წუთზე შეჩერდა იმის გამო, რომ ბრაზილიელი ხელისუფლების აზრით, არგენტინის 4 ფეხბურთელი (ბუენდია, მარტინესი, ლო ჩელსო და რომერო), ქვეყანაში კოვიდ რეგულაციების დარღვევით შემოვიდა.

ორივე ამ ნაკრებმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, ასე რომ ამ მატჩს არანარი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. თუმცა, მაისში ფიფას სააპელაციო კომიტეტმა დაადგინა, რომ მატჩი მაინც უნდა ჩატარდეს.