VIDEO: ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა - ქართველების სლოვანი ევროპა ლიგიდან გავარდა
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "სლოვან ბრატისლავა" და "ოლიმპიაკოსი" დაუპირისპირდნენ.
საბერძნეთში ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, განმეორებითი მატჩის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა.
დამატებით დროში გუნდებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
სამწუხაროდ, "სლოვანის' ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა და "სლოვანი" ევროპა ლიგიდან გავარდა.
ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემა გააკეთა.