რამდენად რეალურია მარკუს რაშფორდის ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენში?
„მან იუნაიტედის“ შემტევის მარკუს რაშფორდის ტრანსფერი „პსჟ-ში“ ამ ზაფხულს ნაკლებად არის სავარაუდო.
Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა 24 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა, პირველი მოლაპარაკებებიც გამართა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდმა ტრანსფერზე მუშაობას სერიოზულად მოკიდოს ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ რაშფორდი „პსჟ-ს“ დიდხნიანი სამიზნეა და გუნდს მისი შეძენა რამდენიმე წელია სურს, მისი ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, თუ რომელიმე შემტევი „პარკ დე პრენსს“ არ დატოვებს.
თავის მხრივ, ფეხბურთელის გაყიდვაზე რთული იქნება „მანჩესტერის“ დათანხმებაც, რომელთანაც ინგლისელს კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება. მიუხედავად ამისა, „იუნაიტედი“ შემტევს რაშფორდის წასვლის გარეშეც ეძებს და მისი წასვლა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.
მარკუსის მშობლიური კლუბისადმი ერთგულების და ლოიალობის გათვალისწინებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან გუნდი ასე გასაჭირში დატოვოს.
„იუნაიტედს“ ფეხბურთელთან კონტრაქტის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.