ავტორიზაცია

ბარსელონამ ახალწვეულების დარეგისტრირების პრობლემა პრაქტიკულად მოაგვარა!

ბარსელონამ ახალწვეულების დარეგისტრირების პრობლემა პრაქტიკულად მოაგვარა!
თარიღი 12 აგვ 2022, 16:02

კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა გუნდის მედიასამსახურის, Barca Studios-ის 24.5%-ს გაყიდვის შესახებ.

კომპანია Orpheus Media-ს აღნიშნული შენაძენი 100 მილიონი ვრო დაუჯდა, რისი მეშვეობითაც გუნდი, უდიდესი ალბათობით, ლა ლიგაში ყველა ახალწვეულების დარეგისტრირებას მოახერხებს.

„ამ ინვესტიციებით Barca Studios-ის სტრატეგიული პარტნიორები პროექტის მომავალში დარწმუნებას გამოთქვამენ. 

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ „ბარსამ“ Barca Studios-ის 24.5% კომპანია Socios.com-ს მიჰყიდა. 

გუშინ, „ბარსელონამ“ ლა ლიგაში 17 ფეხბურთელი დაარეგისტრირა და მათ შორის ვერცერთი ახალწვეული ვერ მოხვდა, რის გამოც მეოთხე ფინანსური ბერკეტის გააქტიურება და მედიასამსახურის კიდევ ერთი წილის გაყიდვა გახდა საჭირო.