ავტორიზაცია

"არ მომწონს რომ რაღაც სტატისტიკებს ეძებთ", - კლოპმა ჟურნალისტს უკმაყოფილება გამოუთქვა

"არ მომწონს რომ რაღაც სტატისტიკებს ეძებთ", - კლოპმა ჟურნალისტს უკმაყოფილება გამოუთქვა
თარიღი 12 აგვ 2022, 16:05

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში „ფულეთან“ ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენ თამაში მის დასრულებისთანავე განვიხილეთ. ცუდად დავიწყეთ და ეს ძალიან არ მომეწონა. ფეხბურთელებს გამოსწორების სურვილი დავუნახე, მაგრამ ჯობდა უფრო აქტიურად და კონცენტრირებულად გვეთამაშა.

თამაშში დაბრუნება მოგვიწია, რის გამოც ინიციატივა „ფულემის“ ხელში გადავიდა.

55 მატჩის შემდეგ თქვენ მეუბნებით, რომ ცუდად ვიწყებთ? შეუძლებელია 63 თამაში ჩაატარო და სულ დომინანტი იყო. ზოჯგერ, რაღაცასთან გამკლავებაც გიწევს. 

არ მომწონს, რომ თქვენ რაღაც სტატისტიკებს ეძებთ, შემდეგ კი მეუბნებით ამას ისე, თითქოს სიმართლე იყოს, რაც ასე არ არის.“ - აღნიშნა გერმანელმა მწვრთნელმა.