ავტორიზაცია

ფლიკი: "ყატარში ადამიანთა უფლებები ირღვევა და ჰომოსექსუალების მიმართ მიუღებელი დამოკიდებულებაა"

ფლიკი: "ყატარში ადამიანთა უფლებები ირღვევა და ჰომოსექსუალების მიმართ მიუღებელი დამოკიდებულებაა"
თარიღი 13 აგვ 2022, 14:23

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფკიკმა ყატარში ადამიანის უფლებების დარღვევით აღშფოთება გამოთქვა.

„ბევრი ნაცნობი მყავს, ვინც ყატარში წასვლას ისურვებდა, მაგრამ ამას სხვადასხვა მიზეზებით არ აკეთებს. იმიტომ, რომ მათთვის ფასებია ძალიან მაღალი, იმიტომ, რომ ჰომოსექსუალების მიმართ მიუღებელი დამოკიდებულებაა, იმიტომ, რომ ადამიანთა უფლებები ირღვევა, ასევე იმიტომ, რომ უმცირესობები არანაირ აქტივობებში არ არიან ჩართულნი.

ფეხბურთი ყველასთვის უნდა იყოს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ყველასთვის არ არის.

ბევრი ვისაუბრეთ, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ ამ თვალსაზრისით. სექტემბერში კიდევ ერთხელ შევიკრიბებით სხვა ქვეყნების ნაკრებებთან ერთად და შევხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტურნირი, დიდწილად, არ იქნება გულშემატკივრების მსოფლიო ჩემპიონატი.“ - აღნიშნა ფლიკმა.