სრული კრახი და კატასტროფა - მანჩესტერი შესვენებაზე 0:4 ნადგურდება
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრად „ბრენტფორდთან“ ნადგურდება.
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ზედიზედ მეორე მარცხთან ახლოსაა.
პირველ ტურში გუნდი შინ „ბრაიტონთან“ დამარცხდა, ახლა კი „ბრენტფორდთან“ 0:4 ნადგურდება.
ასეთი ანგარიში უკვე 35-ე წუთისთვის იყო დაფიქსირებული, „ბრენტფორდმა“ 4-ვე ზუსტი დარტყმა გოლად აქცია.
შესვენების შემდეგ ტენ ჰაგის ბიჭებს სენსაცია დასჭირდებათ იმისთვის, რომ ინტრიგა მაინც დააბრუნონ თამაშში.