ავტორიზაცია

"ფავორიტი ის არის, ვინც შარშან მოიგო, ჩვენ კანდიდატები ვართ", - ხავი ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე

"ფავორიტი ის არის, ვინც შარშან მოიგო, ჩვენ კანდიდატები ვართ", - ხავი ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე
თარიღი 13 აგვ 2022, 22:14

მოახლოვებულ ლა ლიგის სტარტის წინ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„ფავორიტი არის ის, ვინც წინა სეზონში მოიგო, ჩვენ კი არაფერი მოგვიგია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ კანდიდატები ვართ.“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ლა ლიგა დიდი უპირატესობით მადრიდის „რეალმა“ მოიგო, რომელმაც შემდეგ ოქროს დუბლის შესრულებაც მოახერხა.

ხავიმ „ბარსა“ ნოემბერში ჩაიბარა, როცა გუნდი ცხრილში მე-9 ადგილს იკავებდა და სეზონი მე-2 ადგილზე ჩაამთავრა.