ავტორიზაცია

VIDEO: როგორც ჩემპიონს ეკადრება! მილანმა სერია ა-ს ახალი სეზონი 6-გოლიან მატჩში გამარჯვებით დაიწყო

თარიღი 13 აგვ 2022, 22:35

იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში „მილანმა“ საკუთარ კედლებში „უდინეზე“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

მე-2 წუთზე უდინელებმა ანგარიში როდრიგო ბეკაოს გოლით გახსნეს, თუმცა 11-ზე ტეო ერნანდესმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, 15-ზე კი ანტე რებიჩი „როსონერი“ წინ გაიყვანა.

45+3 წუთზე მასინამ წონასწორობა კვლავ აღადგინა და ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ კი, გოლები მხოლოდ „მილანს“ გაჰქონდა - 46-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა მოახერხა მასპინძელთა მეორედ დაწინაურება, 68-ზე კი ანტე რებიჩმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.