ავტორიზაცია

დე ხეა: "წაგებას ჩემ კისერზე ვიღებ, გუნდს სამი ქულა წავართვი"

დე ხეა: "წაგებას ჩემ კისერზე ვიღებ, გუნდს სამი ქულა წავართვი"
თარიღი 14 აგვ 2022, 11:41

„ბრენტფორდთან“ 0:4 განადგურება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ დავიდ დე ხეამ საკუთარ თავზე აიღო.

ესპანელმა გოლკიპერმა პირველ გაშვებულ გოლზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მეორეზე კი მცველთან გაუგებრობა მოუვიდა და მასპინძლები სწრაფად 2:0 დაწინაურდნენ, რის შედეგადაც პირველივე ტაიმში მატჩის საბოლოო და გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირეს.

„დღეს წაგებას ჩემს კისერზე ვიღებ. ვფიქრობ, გუნდს სამი ქულა მე წავართვი, ძალიან ცუდად ვითამაშე.

პირველ შეცდომას მალევე მეორე დავაყოლე, რის შემდეგაც თანაგუნდელებს თამაშში დაბრუნება ძალიან გაუჭირდათ.

ახლა ყოველთვის რთულია, როცა გოლს ვუშვებთ. პირველი ბურთი აუცილებლად უნდა ამეღო. ეს რომ გამეკეთებინა, სულ სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა.“ - აღნიშნა ესპანელმა გოლკიპერმა.