ავტორიზაცია

"აბსურდია!", - თამაშის შემდეგ ნეიმარმა მბაპეს კრიტიკის პოსტი დაალაიქა

"აბსურდია!", - თამაშის შემდეგ ნეიმარმა მბაპეს კრიტიკის პოსტი დაალაიქა
თარიღი 14 აგვ 2022, 14:51

როგორც ჩანს, ნეიმარი უკმაყოფილოა იმით, რომ „პსჟ-ს“ შტატიანი პენალტის შემსრულებელი კილიან მბაპე გახდა.

ლიგა 1-ს მეორე ტურის მატჩში „პსჟ-მ“ „მონპელიე“ 5:2 დაამარცხა, მბაპემ თავისი პენალტი გააცუდა, ნეიმარმა კი - გაიტანა.

თამაშის შემდეგ, ბრაზილიელმა ფრანგის კრიტიკოს პოსტი სოციალურ ქსელში მოიწონა.

„ნეიმარმა მეკარე დაამცირა (ისევ), როცა პენალტს ასრულებდა. მბაპემ, კი საშინლად დაარტყა და ვერც გაიტანა.

თამაშის შემდეგ კი, მწვრთნელი გამოდის და ამბობს, რომ გუნდის პენალტების შემსრულებელი მბაპე იქნება. აბსურდი!“, - ნათქვამია პოსტში.

ამ სიახლის გამოქვეყნების დროისთვის პოსტს 10 ათასზე მეტი მოწონება აქვს, რომელთა შორის არის ნეიმარიც „ლაიქიც“.