ავტორიზაცია

"მესამეზე არგენტინას დავაყენებ, მათ მესი ჰყავთ", - ანჩელოტიმ მუნდიალის მთავარი ფავორიტები დაასახელა

"მესამეზე არგენტინას დავაყენებ, მათ მესი ჰყავთ", - ანჩელოტიმ მუნდიალის მთავარი ფავორიტები დაასახელა
თარიღი 14 აგვ 2022, 14:56

„რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

„ბრაზილიას და საფრანგეთს ყველაძე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, შემდეგ კი ჩემი აზრით, არგენტინა მოდის.

ლიონელ სკალონის გუნდი ტოპ-დონეზე დაბრუნდა, თანაც მათ ყოველთვის ჰყავთ ლეო მესი.

კიდევ ერთ ნაკრები, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ - ესპანეთია. დავამატებ ინგლისს და გერმანიასაც, სადაც შემადგენლობის განახლების პროცესი მიმდინარეობს.“ - აღნიშნა იტალიელმა.

ცნობისთვის, ევრო 2020-ს დაწყების წინ, ანჩელოტიმ იტალია - ინგლისის ფინალი ივარაუდა და მართალიც აღმოჩნდა.