ავტორიზაცია

შოკოლადები და ინდივიდუალური წერილები თანამშრომლებს - სადიო მანე ლივერპულიდან ლამაზად წავიდა

შოკოლადები და ინდივიდუალური წერილები თანამშრომლებს - სადიო მანე ლივერპულიდან ლამაზად წავიდა
თარიღი 14 აგვ 2022, 19:12

სადიო მანე „ლივერპულიდან“ ლამაზად წავიდა.

ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით, სენეგალელმა ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლისას კლუბის 150-ვე თანამშრომელი, მცველების და დასუფთავების სამსახურის ჩათვლით, საჩუქრებით გაანებივრა.

თითოეულმა თანამშრომელმა სადიოს გამოსახულებით შოკოლადი მიიღო საჩუქრად და წერილი, რომელიც ფეხბურთელმა ყველასთვის ინდივიდუალურად, საკუთარი ხელით დაწერა.

„ბაიერნში“ გადასვლამდე მანემ „ლივერპულში“ ექვსი სეზონი ჩაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის - პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და სხვადასხვა თასები.

ჯამში, მანე „ლივერთან“ ერთად ლიგის ფინალამდე სამჯერ მივიდა, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ იზეიმა, ორჯერ კი „რეალთან“ დამარცხდა.