ავტორიზაცია

ვან დერ ვაარტი: "ბარსელონა არის მაფია, სადაც თამაში დღეს სამარცხვინოა, ამ გამაღიზიანებელ ლაპორტას კი თავი მეფე ჰგონია"

ვან დერ ვაარტი: "ბარსელონა არის მაფია, სადაც თამაში დღეს სამარცხვინოა, ამ გამაღიზიანებელ ლაპორტას კი თავი მეფე ჰგონია"
თარიღი 14 აგვ 2022, 20:04

მადრიდის „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა „ბარსელონას“ ქმედება გააკრიტიკა.

„როგორ შეგიძლიათ, ჯანდაბა, ფეხბურთელების ყიდვა, როცა ფული არ გაქვთ? ვთვლი, რომ ეს სირცხვილია. ეს გამაღიზიანებელი ლაპორტაც, რომელიც ყველგან იცინის, თავს მნიშვნელოვნად თვლის და ფიქრობს, რომ მეფეა.

არ შეიძლება ადამიანებს ეპყრობოდე ისე, როგორც ამას „ბარსა“ ფრენკი დე იონგთან აკეთებს. ის ზედმეტად ბევრს შოულობს? როცა კონტრაქტს აფორმებ, მას ან ასრულებ, ან კარგი პირობებით წასვლის საშუალებას აძლევენ, აქ კი ყველაფერი ასე არ არის.

„ბარსა“ არის მაფია, რომელიც აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ამის გამო, „ბარსელონას“ სახელი ძალიან ცუდად ისმის.

ეს არის უდიდესი კლუბი, რომელში თამაშიც ყველას სურს, მაგრამ ამ მომენტიდან ჩვენ მასზე სულ სხვანაირად ვფიქრობთ, ჩემი აზრით, დღეს ამ გუნდში თამაში არის სამარცხვინო.“ - აღნიშნა „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა.