ავტორიზაცია

VIDEO: დრამა და ცეცხლოვანი მატჩი სტემფორდ ბრიჯზე - ტოტენჰემმა სტემფორდ ბრიჯიდან ქულა ბოლო წუთზე წამოიღო

თარიღი 14 აგვ 2022, 21:31

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემმა“ დრამატულ შეხვედრაში ქულები გაიყვეს.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-19 წუთზე კალიდუ კულიბალიმ „ჩელსი“ დააწინაურა, ანგარიში 68-ე წუთზე ჰოიბიერგმა გაათანაბრა, თუმცა 77-ზე რის ჯეიმსმა მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა და თითქოს, „ლურჯები“ მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

თუმცა, 90+6 წუთზე ჰარი კეინმა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ყველას დაასწრო და ანგარიში მატჩში მეორედ გაათანაბრა და „სტემფორდ ბრიჯიდან“ „ტოტენჰემს“ ერთი ქულის წამოღებაში დაეხმარა.

მიმოხილვა იტვირთება.