ავტორიზაცია

პენალტები არაფერ შუაშია - მბაპეს და ნეიმარის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდა ცნობილი

პენალტები არაფერ შუაშია - მბაპეს და ნეიმარის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდა ცნობილი
თარიღი 14 აგვ 2022, 21:39

„პარი სენ-ჟერმენში“ კილიან მბაპეს და ნეიმარის ურთიერთობა დაიძაბა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც „პსჟ-მ“ „მონპელიეს“ 5:2 მოუგო და მბაპემ პენალტი გააცუდა, ხოლო ნეიმარმა - გაიტანა, სოციალურ ქსელში ბრაზილიელმა ფრანგი ფეხბურთელის კრიტიკის პოსტი მოიწონა, სადაც ეჭვქვეშ აყენებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომ პარიზელთა შტატიან პენალტის შემსრულებლად მბაპე დაინიშნა.

ბოლო დროს, მბაპესა და ნეიმარს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა და ისინი აღარ არიან ისე მეგობრულად, როგორც გარკვეული პერიოდის წინ იყვნენ.

თუმცა, როგორც ავტორიტეტული ფრანგი ჟურნალისტი რომეინ მოლინა აცხადებს, ფეხბურთელებს შორის განხეთქილების მიზეზი სულაც არ ყოფილა პენალტების საკითხი.

საქმე ისაა, რომ „პსჟ-სთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მბაპემ ხელმძღვანელობას ნეიმარის გაყიდვა მოსთხოვა, რაც ბრაზილიელის ყურამდეც მივიდა და ის ამით უკმაყოფილო დარჩა.

სწორედ ამის შემდეგ, ფეხბურთელები ერთმანეთს ჩამოშორდნენ და ახლა ძველი ურთიერთობის მაგვარიც არაფერი აქვთ.