ავტორიზაცია

VIDEO: ბუნდესლიგის მეორე ტურში ვოლფსბურგმა ბაიერნს ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა

თარიღი 14 აგვ 2022, 21:44

ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში „ვოლფსბურგი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი „რეკორდმაისტერმა“ პირველ ტაიმში გაიტანა - 33-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ მოახერხა ანგარიშის გახსნა, 44-ზე კი თომას მიულერმა იოზუა კიმიხის პასით ისარგებლა და „მგლებს“ საბოლოო წერტილი დაუსვა.

ამრიგად, „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში ჯერ უდანაკარგოდ მიიწევს, გუნდს 2 მატჩში 6 ქულა აქვს და ჩვეულ პირველ ადგილს იკავებს, ვოლფსბურგი“ კი ჯერ 1 ქულით ჩემპიონატში მოუგებელია. 

მიმოხილვა იტვირთება.