ავტორიზაცია

ტუხელი: "დღეს გამარჯვებას მხოლოდ ერთი გუნდი იმსახურებდა"

ტუხელი: "დღეს გამარჯვებას მხოლოდ ერთი გუნდი იმსახურებდა"
თარიღი 15 აგვ 2022, 00:18

თომას ტუხელი ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა „ტოტენჰემთან“ მატჩში გამარჯვება დაიმსახურა.

„ჩვენ უბრალოდ ბრწყინვალეები ვიყავით. მხოლოდ ერთი გუნდი იმსახურებდა დღეს გამარჯვებას და ეს ჩვენ ვართ. „ტოტენჰემის“ არცერთი გოლი არ უნდა შემდგარიყო.

აშკარა ჯარიმა იყო ჰავერცსზე, შემდეგ კი სიტუაცია გრძელდებოდა და გრძელდებოდა. რიჩარლისონი თამაშგარეში იყო. როდიდან შეიძლება ფეხბურთელის თმაზე მოქაჩვა? (კრისტიან რომერომ მატჩის დროს მარკ კუკურელიას თმაზე მოქაჩა - ავტ).

ჩვენ 90 წუთი ვდომინირებდით, ხიფათს ვქმნიდით, მოწყურებულად ვთამაშობდით, ტოპ-თამაშ იყო. მეცოდებიან ჩემი ფეხბურთელები, რომ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელსაც ვიმსახურებდით.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

„სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, კულიბალის და ჯეიმსის გოლებს „ტოტენჰემმა" ჰოიბიერგის და კეინსი გოლებით უპასუხა.