ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონი გამარჯვებით იწყებს! რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში ალმერია ალაბას ულამაზესი გოლით დაამარცხა

თარიღი 15 აგვ 2022, 02:02

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალმა“ ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანეთის ჩემპიონი „ალმერიას“ ესტუმრა და 2:1 იმარჯვა.

მატჩის დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, რის გამოც „რეალს“ გააქტიურება დასჭირდა. პირველივე ტაიმში კარლო ანჩელოტის გუნდი მეტოქეს თავს დაატყდა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხა.

61-ე წუთზე ანგარიში ლუკას ვასკესმა გაათანაბრა, 75-ზე კი შეცვლაზე შემოსულმა დავიდ ალაბამ ულამაზესი ჯარიმით „რეალს“ ლა ლიგის პირველ ტურში გამარჯვება მოუტანა.