ავტორიზაცია

შეიცვალა თუ არა იუნაიტედის პოზიცია რონალდუსთან დაკავშირებით, სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ?

შეიცვალა თუ არა იუნაიტედის პოზიცია რონალდუსთან დაკავშირებით, სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ?
თარიღი 15 აგვ 2022, 10:02

„მან იუნაიტედმა“ სეზონი კატასტროფულად, პრემიერ ლიგაში არც ისე ძლიერ მეტოქეებთან ზედიზედ ორი განცდილი მარცხით დაიწყო.

ამის შემდეგ, პრესაში დაიწერა, რომ კლუბში კრიშტიანუ რონალდუს საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან გაღიზიანებულები არიან და შესაძლოა, მასთან კონტრაქტის გაწყვეტაზეც დაფიქრდნენ, რადგან თავად ფეხბურთელს რომ ისედაც წასვლა სურს, ეს სიახლე აღარავისთვისაა.

ამ ორ შეხვედრაში რონალდუმ ვერცერთი საგოლე ქმედებით ვერ გამოიჩინა თავი, რამაც მის შესაძლო წასვლაზე საუბრები კიდევ უფრო გააღვივა.

თუმცა, როგორც Sky Sports იწერება, მიუხედავად სეზონი საშინელი სტარტისა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პოზიცია პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით არ შეცვლილა და კრიშტიანუ კვლავაც არ იყიდება.

რონალდუს შენარჩუნების მიუხედავად, „ემიუ“ ფორვარდის ძიებაში მაინც იმყოფება და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.