ავტორიზაცია

VIDEO: მესის მხარი გაკრა და ნეიმარს მეორე პენალტის დარტყმის უფლებასაც სთხოვდა - მბაპემ თავი დაკარგა

თარიღი 15 აგვ 2022, 10:08

„მონპელიესთან“ გამართულ შეხვედრაში კილიან მბაპემ თავი მთლიანად დაკარგა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჯერ პირველი პენალტი არც თუ ისე კარგად შეასრულა და მეკარემ აუღო, შემდეგ, თანაგუნდელისგან პასის არმიღების შემდეგ შეტევას საერთოდ ჩამოშორდა და გაბრაზდა.

თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა - კილიანი უფრო შორს წავიდა და როცა მეორე პენალტი დაინიშნა, ნეიმართან მივიდა და დარტყმის შესრულება სურდა, თუმცა ბრაზილიელმა მას პენალტი არ დაუთმო და თავად გაიტანა.

ყველაზე ცუდი კი ამაში ის არის, რომ ნეიმართან გაბრაზებულად მიმავალმა მბაპემ ლეო მესის გაკრა მხარი.