ავტორიზაცია

შოკ-ტრანსფერი ოლდ ტრაფორდზე?! მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ჯეიმი ვარდის დაადგა

შოკ-ტრანსფერი ოლდ ტრაფორდზე?! მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ჯეიმი ვარდის დაადგა
თარიღი 15 აგვ 2022, 16:38

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შეტევის გაძლიერების მოულოდნელ ვარიანტებს განიხილავს.

The Athletic-ის ინფორმაციით, მანკუნიანელები ინგლისელი ჯეიმი ვარდის შეძენის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ.

თუმცა, „ლესტერს“ თავისი 35 წლი სბომბარდირის გაშვება არ სურს, რაც ტრანსფერის ალბათობას გაცილებით ნაკლებს ხდის.

ვარდის გარდა, „მანჩესტერს“ „ესპანიოლის“ თავდამსხმელის, რაულ დე ტომასის და „ატლეტიკოს“ ფორვარდის, ალვარო მორატას მიმართაც აწერენ ინტერესს.

გასულ სეზონში ვარდიმ პრემიერ ლიგის 25 მატჩში 15 გოლი გაიტანა.