ავტორიზაცია

"თქვენ ყურადღებას ვითხოვთ", - ლეო მესის სთხოვეს გადაარჩინოს ბიჭი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა

"თქვენ ყურადღებას ვითხოვთ", - ლეო მესის სთხოვეს გადაარჩინოს ბიჭი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა
თარიღი 15 აგვ 2022, 16:44

ლიონელ მესის სთხოვეს ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა, რომელსაც საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

2017 წელს მოჰამედ ალ-ფარაჯი, რომელიც იმდროისთვის 15 წლის იყო, მეგობრებთან ერთად ბოულინგის თამაშის დროს დააკავეს. მიზეზი - სავარაუდო შეთქმულებები საუდის არაბეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, საქმე ეხებოდა ალ-ფარაჯის მიტინგებში მონაწილეობას.

მოჰამედის ოჯახი ამტკიცებს, რომ 15 წლის ბავშვი გადაიყვანეს ზრდასრული ადამიანების საპყრობილეში, სადაც დაკითხვა მოუწყვეს და აწამებდნენ. პროკურატურამ კი, ალ-ფარაჯისთვის მაქსიმალური სასჯელი - სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახმა წერილი მისწერა მესის, რომელსაც საქმეში ჩარევა და დახმარება სთხოვეს. „პსჟ-ს“ ფორვარდს იმ მიზეზით მიმართეს, რომ ამა წლის მაისიდან, ის ტურიზმის საკითხებში საუდის არაბეთის ელჩია.

„თქვენს ყურადღებას ვითხოვთ. გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად შეგვამსუბუქებინოთ ჩვენი საყვარელი მუჰამედის სასჯელი, რომელიც წაგვართვეს მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის ელჩს, თქვენ დიდი გავლენა გაქვთ. თუ შეგიძლიათ, ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე რომ გადაარჩინოთ?

ციხის მცველებმა მას სცემეს, აწამეს, ხელები თავს ზემოთ დაუმაგრეს და რამდენიმე საათი გაუჩერებლად ურტყამდნენ. როგორ შეიძლება ასე სასტიკად მოექცე ბავშვს?“, - ნათქვამია მოჰამედის ოჯახის წერილში.