ავტორიზაცია

ბარსელონამ ჩელსის ობამეიანგის ფასი დაუსახელა - ტრანსფერში შესაძლოა ფეხბურთელი ჩართონ

ბარსელონამ ჩელსის ობამეიანგის ფასი დაუსახელა - ტრანსფერში შესაძლოა ფეხბურთელი ჩართონ
თარიღი 15 აგვ 2022, 17:54

„ბარსელონა“ მზადაა პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის „ჩელსიში“ გაუშვას. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს დილით კატალონიურმა კლუბმა ლონდონურს შეატყობინა, რომ მზადაა გაბონელ ფორვარდს 30 მილიონ ევვროდ შეელიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ობამეიანგი თომას ტუხელის პრიორიტეტული სამიზნეა, „ჩელსის“ მასში შედარებით ნაკლების გადახდა ჰქონდა გათვალისწინებული. არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერში მარცხენა მცველი მარკოს ალონსოც იყოს ჩართული, რაც ობამეიანგის ფასს შედარებით შეამცირებდა.

თავის მხრივ, ფეხბურთელის შენარჩუნება სურს „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს ხავი ერნანდესს, რომელიც ფიქრობს, რომ გაბონელი ხარისხიანი ფორვარდია და გუნდის დახმარება შეუძლია.

ობამეიანგს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება, 24 მატჩში მან 13 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.