ავტორიზაცია

"მადლობა საქართველოს ასეთი ტალანტის შექმნისთვის" - რას წერენ იტალიელები კვარაცხელიას გოლზე?

"მადლობა საქართველოს ასეთი ტალანტის შექმნისთვის" - რას წერენ იტალიელები კვარაცხელიას გოლზე?
თარიღი 15 აგვ 2022, 22:38

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს პირველივე ტურში გაიბრწყინა.

"ნაპოლიმ" "ვერონა" 5:2 გაანადგურა, კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

საინტერესოა, როგორ ეხმაურებიან კვარაცხელიას დებიუტს იტალიელი გულშემატკივრები.

გთავაზობთ "ნაპოლის" ფანების რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელებიდან.

"მადლობა საქართველოს ასეთი ტალანტის შექმნისთვის"

"ინსინიეს ღირსეული შემცვლელი, ის ჩვენი ლეგენდა გახდება"

"საოცარი ტექნიკა, გოლის ალღო, ამ ბიჭს ყველაფერი სრულყოფილი აქვს"

"კვარადონამ დაიწყო!"

"კვარაცხელია იტალიის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იქნება"

"ნაპოლიმ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი გააკეთა, კვარა საოცრებაა!"