ავტორიზაცია

"ხვიჩა სრულყოფილი ფეხბურთელია! რატომ შევცვალე ის?" - ნაპოლის მწვრთნელის კომენტარი

"ხვიჩა სრულყოფილი ფეხბურთელია! რატომ შევცვალე ის?" - ნაპოლის მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 15 აგვ 2022, 23:31

იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული მატჩი ჩაატარა.

"ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა, ხვიჩამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გააკეთა.

"კვარაცხელიამ კარგი სამუშაო შეასრულა. ის სრულყოფილი მოთამაშეა და აქვს დიდებული ტექნიკა.

ხვიჩას გამორჩეული თვისება თავით თამაში არაა, მიუხედავად ამისა, მან დღეს ულამაზესი თავური გაიტანა.

შემდეგ მას კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა და შევცვალეთ, კვარას კიდევ მეტი შეუძლია", - განაცხადა სპალეტიმ.