ავტორიზაცია

მესამე ქართველი ისტორიაში, ვინც სერია ა-ში გაიტანა - როგორია ქართული სტატისტიკა იტალიაში?

მესამე ქართველი ისტორიაში, ვინც სერია ა-ში გაიტანა - როგორია ქართული სტატისტიკა იტალიაში?
თარიღი 16 აგვ 2022, 00:02

სერია ა-ს პირველ ტურში "ნაპოლი" "ვერონას" დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

სადებიუტო მატჩში საოცრად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე ქართველია, ვინც გოლის გატანა შეძლო.

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ სერია ა-ში 13, ხოლო "ემპოლისა" და "პალერმოს" ყოფილმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ 11 გოლი გაიტანა/

დიდი ალბათობით, კვარაცხელია ორივე მათგანს გოლების რაოდენობით გადაასწრებს. ბოლო ქართველი, ვისაც აქამდე სერია ა-ში გოლი ჰქონდა გატანილი, სწორედ მჭედლიძე იყო (2017 წელი).