ავტორიზაცია

VIDEO: დარვინის წითელი, დიასის შედევრი, ისევ მოუგებელი მატჩი - ლივერპული პრემიერ ლიგაში ჯერ ვერ იგებს

თარიღი 16 აგვ 2022, 00:58

პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „ლივერპულმა“ შინ „კრისტალ პალასს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

32-ე წუთზე სტუმრები უილფრიდ ზაჰას გოლით დაწინაურდნენ, „ლივერპულის“ სიტუაცია კი 57-ე წუთზე დარვინ ნუნიესის პირდაპირი წითელი ბარათის შემდეგ დამძიმდა, როცა მან მეტოქეს პროვოკაციის გამო თავი ჩაარტყა.

ანგარიში 61-ე წუთზე ლუის დიასმა ბრწყინვალე სოლო-რეიდით და ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა დარჩენილ დროში ვერცერთმა გუნდმა გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა.

ამრიგად, „ლივერპულმა“ „ფულემთან“ პირველ ტურში ფრეს საშინაო მოუგებელი მატჩიც მიუმატეს და 2 მატჩის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვთ.

მიმოხილვა იტვირთება.