ავტორიზაცია

როისი: "დორტმუნდი იმატებს ფეხბურთელებს, რომლებიც სხვაგან თამაშზე ოცნებობენ"

როისი: "დორტმუნდი იმატებს ფეხბურთელებს, რომლებიც სხვაგან თამაშზე ოცნებობენ"
თარიღი 16 აგვ 2022, 12:51

მარკო როისმა დორტმუნდის „ბორუსიას“ სატრანსფერო პოლიტიკა ეჭვქვეშ დააყენა.

„საშინლად სამწუხაროა, რომ ჩვენ ვიმატებთ ძალიან კარგ ფეხბურთელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, 2-4 წლის შემდეგ სხვაგან თამაშზე ოცნებობენ, მას შემდეგ, რაც „ბორუსიაში“ განვითარდებიან.

სულ არის შეგრძნება, რომ აი ახლა ნამდვილად შეგვიძლია გუნდი ავაშენოთ, შემდეგ კი, 1-2 წლის შემდეგ ის კვლავ იშლება, იმიტომ რომ 2-3 კარგი ფეხბურთელი გვტოვებს.

შეხედეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ბოლო წლებში თამაშობდნენ. აქ რომ დარჩენილიყვნენ, ჩვენ ევროპაში ნამდვილ ხმაურს შევქმნიდით.

ასეთია საფეხბურთო ბიზნესი, ყველა თავის ბიზნესს მიჰყვება.“ - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა.