ავტორიზაცია

"ალბათ, ჩემი ბრალია", - ალეგრიმ დი მარიას ტრავმაზე ისაუბრა

"ალბათ, ჩემი ბრალია", - ალეგრიმ დი მარიას ტრავმაზე ისაუბრა
თარიღი 16 აგვ 2022, 13:00

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ანხელ დი მარიას ტრავმა შეაფასა.

არგენტინელმა „სასუოლოსთან“ მატჩში გოლი და საგოლე შეასრულა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და 66-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

„არ ვღელავ. ვნახოთ, ხვალ ტესტები რას გვიჩვენებს. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთები ხდება. ანხელს კუნთის პრობლემა ერთი კვირის წინაც ჰქონდა.

შესაძლოა, ის უნდა შემეცვალა, როცა 3:0 ვიგებდით, მაგრამ ის თამაშისგან სიამოვნებას იღებდა. 

მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ ის მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვინდოდა და ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.“ - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.