ავტორიზაცია

კარაგერი: "ფრეები ლივერპულისთვის ახლა წაგების ტოლფასია, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დაწევა რთული ამბავია"

კარაგერი: "ფრეები ლივერპულისთვის ახლა წაგების ტოლფასია, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დაწევა რთული ამბავია"
თარიღი 16 აგვ 2022, 13:33

ჯეიმი კარაგერმა პრემიერ ლიგის სტარტზე „ლივერპულის" ორი ფრე - წაგებებს გაუტოლა.

„დაგროვებული ქულების თვალსაზრისით „ლვიერპულისთვი" ეს საშინელი სტარტია. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, როგორც „პალასის" გოლამდე, ისე ათი კაცით.

თუმცა, თუ ქულებზე ვილაპარაკებთ... ფრეები ახლა - წაგებებია. „მან სიტიმ" და „ლივერპულმა" ბოლო წლებში ძალიან მაღალი თამასა დააწესეს.

დიახ, წინ ჯერ ძალიან გრძელი გზაა, მაგრამ სტარტზევე „სიტის" 4 ქულით წინ გაშვება...

რთულია პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დაწევა, ასე რომ ქულების თვალსაზრისით სეზონის ასეთი სტარტი „ლივერპულისთვის" საშინელებაა." - აღნიშნა მერსისაიდული გუნდის ექს-მცველმა.