ავტორიზაცია

გადათამაშდება თუ არა ბრაზილია - არგენტინის სკანდალურად ჩაშლილი მატჩი? ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო

გადათამაშდება თუ არა ბრაზილია - არგენტინის სკანდალურად ჩაშლილი მატჩი? ფიფამ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 16 აგვ 2022, 22:07

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, ბრაზილია - არგენტინა, გადათამაშებული არ იქნება.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მატჩი დაწყებიდან მეოთხე წუთზე ბრაზილიის პოლიციამ ჩაშალა, რომელიც ამტკიცებდა, რომ არგენტინელთა ოთხი ფეხბურთელი მათ ქვეყანაში კოვიდ19-ის რეგულაციების დარღვევით შეიჭრა და ამ თამაშში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

მოგვიანებით, ფიფამ დაადგინა, რომ მიუხედავად სატურნირო მოტივაციის არ არსებობისა (ორივე ნაკრებმა მსოფლიოს საგზური პირდაპირ მაინც მოიპოვა), მატჩი უნდა გადათამაშდეს.

თუმცა, ბრაზილიამაც და არგენტინამაც ფიფას თხოვნით მიმართეს, რომ თამაში აღარ გაიმართოს და მიზეზად ფეხბურთელთა ისედაც გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს.

საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ ეს საკითხი განიხილა და გადაწყვიტა, რომ თამაში გააუქმოს და აღარ გადაათმაშოს. ნაცვლად ამისა, ბრაზილიური მხარე ჯარიმას გადაიხდის 150 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით, რომლის ნახევრის გადახდას აუცილებლობაც ორი წლის შემდეგ იქნება განხილული.

მეორე ნახევარი კი, რომლის გადახდაც ბრაზილიელებს ახლავე დაეკისრათ, კოვიდ19-თან ბრძოლის საერთაშორისო ფონდში გადაირიცხება.